Thursday, August 27, 2015

დღე6
viwer-ში ჩამოვტვირთეთ  რჩევები ინსტრუმენტები უკუკავშირის შეფასებისათვის.განვიხილეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მოცემული ზოგადი წესები. შემდეგ შევედით პორთფოლიოს რუბრიკაში. დრაივში ვნახეთ სხვისი დოკუმენტები და მოვახდინეთ გაზიარება.

Wednesday, August 26, 2015

დღე მეხუთე
განსაზღვრული შეფასებისათვის მოსწავლის ნაშრომის  შესაქმნელად ვისწავლეთ ინტერნეტიდან ინფორმაციის და მისამართების გადმოწერა.ჩამოვტვირთეთ საავტორო  უფლებები. მოსწავლის როლში ჩავდექით. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი-.სლაიდები და . ავტვირთეთ Drive-ში .ვისწავლეთ სლაიდების შესწორება და ბლოგზე კომენტარების გაკეთება

Tuesday, August 25, 2015


დღე მეოთხე



.გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, რომელიც მეორე მოდულის მესამე აქტივობაში იყო მოცემული. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ხუთივე მიზნისთვის.
შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში.მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით" ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე " დიაგრამა.
დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო:
მიზნების შესაბამისად  დავიწყეთ "პროცედურების" შევსება. დღე საინტერესო იყო

Monday, August 24, 2015

დღე მესამე

  დღეს გავიხსენეთ წინა ტრეინინგზე ნასწავლი მასალა. განვიხილეთ ზოგადად რა შეიძლება იყოს პროექტის მიზნები და როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პროექტის მიზნები და ამოცანები. გადავხედეთ სტანდარტებს და შევამოწმეთ არის თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი, რაშიც დაგვეხმარა განახლებული  ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.
       სტანდარტის მიხედვით  დავწერეთ კონკრეტული ამოცანები ყველა ინდიკატორის
შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამოცანები არ იყოს ბუნდოვანი.მეორე მოდულის მეორე აქტივობიდან  გადავხედეთ ნიმუშს, თუ როგორ უნდა შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შემდეგ კი კვლევის გეგმაში შევიტანეთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

დღევანდელი ნამუშევარი გავიგზავნე მეილზე

Friday, August 21, 2015

დღე მეორე              მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, დავიწყეთ პროეწტის გეგმის შედგენა,ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი ინდიკატორები.ვისწავლეთ  მისი ჩასმა შაბლონში.გავაცანით ბუკლეტებს,ვისწავლეთ მისი შედგენა, შენახვა .შემდეგ ბუკლეტები გადავაგზავნეთ ჩვენ მეილზე.